წყალბურთი | სერბეთის ნაკრებმა ფინალში უნგრეთი დაამარცხა და ევროპის ჩემპიონი გახდა #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთის ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს მასპინძელი სერბეთისა და უნგრეთის ნაკრებები შევხდნენ. მასპინძლებმა მეტოქე 10:7 დაამარცხეს და ევროპის ჩემპიონის ტიტული მოიპოვეს.
მატჩის ბედი მეოთხე მეოთხედში გადაწყდა, რომელიც სერბებმა 3:1 მოიგეს. მასპინძელთაგან საუკეთესო დუშან მანდიჩი იყო – მან ოთხი გოლი გაიტანა.
მესამე ადგილისთვის მატჩში საბერძნეთის ნაკრებმა იტალია 12:5 დაამარცხა და ბრინჯაოს მედლები მოიპვა.
საქართველოს ნაკრებმა ტურნირი მეათე ადგილზე დაასრულა.
საბოლოოდ, ევროპის ჩემპიონატზე ადგილები ასე განაწილდა:
1. სერბეთი
2. უნგრეთი
3. საბერძნეთი
4. იტალია
5. ესპანეთი
6. ხორვატია
7. მონტენეგრო
8. რუმინეთი
9. საფრანგეთი
10. საქართველო
11. ნიდერლანდები
12. თურქეთი
13. მალტა
14. სლოვაკეთი
15. სლოვენია
16. ისრაელი