წყალბურთი - საქართველოს პირველი მარცხი იუნიორთა ევროპის ჩემპიონატზე (ფოტოამბავი)
17 წლამდე წყალბურთელთა შორის თბილისში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატის პირველ მატჩში რუმინეთის დამარცხების შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა დღეს პირველი მარცხი იწვნია.
მონტენეგროს ნაკრებთან დაპირისპირება საკმაოდ საინტერესოდ და დაძაბულად წარიმართა. პირველი ორი მეოთხედის განმავლობაში თანაბარი თამაში მიდიოდა, თუმცა მესამე ტაიმში სტუმრებმა ორი ბურთის სხვაობით შეძლეს წინ გასვლა და ამის შემდეგ ანგარიშში უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.
საბოლოო ანგარიში – 9:5 მონტენეგროს სასარგებლოდ.
ამრიგად, საქართველოს B ჯგუფში 3 ქულა აქვს და მონტენეგროსთან ერთად მეორე-მესამე ადგილებს იყოფს. ხვალ ჩვენი გუნდი ჯგუფის ლიდერს და ჩემპიონატის ერთ-ერთ ფავორიტს, საბერძნეთს დაუპირისპირდება, მონტენეგრო კი რუმინეთს შეხვდება.
შემდეგ ეტაპზე ჯგუფში პირველ-მეორე ადგილზე გასული გუნდები გადიან.