წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩი გამართა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპზე მესამე მატჩი გამართა #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ნაკრები მსოფლიო თასის საკვალიფიკაციო ეტაპის მეოთხედფინალურ მატჩში უნგრეთის ნაკრებთან 10:21 დამარცხდა.

უნგრელებმა თავიდანვე მოიპოვეს უპირატესობა და ოთხიდან სამი მეოთხედი მოიგეს (6:2, 4:1, 5:1, 6:6). საქართველოს ნაკრების შემადგენლობიდან სამ-სამი ბურთი ნიკა შუშიაშვილმა და სტეფან პიეშივაცმა გაიტანეს, ორი ბურთი დუშან ვასიჩის ანგარიშზეა, თითოჯერ კი თავი ივან სარიჩმა და გიორგი მაგრაქველიძემ გამოიჩინეს.

მსოფლიოს თასის სუპერფინალი 18-20 აპრილს გაიმართება და მასში რვა გუნდი ითამაშებს. ექვსი პირველი დივიზიონიდან, ხოლო ორი (გერმანია და ნიდერლანდები) მეორე დივიზიონიდან.

წაგების მიუხედავად საქართველოს ნაკრები სუპერფინალში მოხვედრის შანსს ინარჩუნებს – მეოთხედფინალში დამარცხებული გუნდები მეხუთე-მერვე ადგილებისთვის განაგრძობენ ბრძოლას და ორი საუკეთესო სუპერფინალის საგზურს მიიღებს. საქართველოს ნაკრების პირველი მეტოქე საბერძნეთისა და იაპონიის ნაკრებებს შორის დამარცხებული იქნება.