წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე პირველი მატჩი გამართა #1TVSPORT
სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა პირველი მატჩი საბერძნეთთან ჩაატარა და 6:20 დამარცხდა.
ბერძენი წყალბურთელები პირველივე მეოთხედიდან დაწინაურდნენ და უპრატესობას მატჩის ბოლომდე ფლობდნენ.
საქართველოს ნაკრების შემადგენობაში ორი გოლი დუშან ვასიჩმა გაიტანა, თითოჯერ გამოიჩინეს თავი სარიჩმა, პიეშივაცმა, შუშიაშვილმა და დადვანმა.

ჯგუფის მეოერე შეხვედრაში ხორვატიის ნაკრებმა სლოვენია 20:4 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები მომდევნო თამაშს 13 იანვარს ხორვატიასთან გამართავს, ჯგუფის ბოლო შეხვედრას კი 17 იანვარს სლოვენიასთნ ჩაატარებს.
წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატის მატჩებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი პირდაპირ ეთერში შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე), გიორგი გვეტაძე (მეკარე); დუშან ვასიჩი (2 გოლი), იოვან სარიჩი (1), სტეფან პიეშივაცი (1), ვატო დადვანი (1), ნიკა შუშიაშვილი (1), საბა ტყეშელაშვილი, ანდრო ბითაძე, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი.