წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ხორვატიასთან გამართა #1TVSPORT
წყალბურთი | საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე მეორე მატჩი ხორვატიასთან გამართა #1TVSPORT

სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში მიმდინარე წყალბურთელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა მეორე მატჩი ხორვატიასთან ჩაატარა და 7:18 დამარცხდა.

ქართელებიდან 2-2 გოლი ანდრია ბითაძემ და ნიკა შუშიაშვილმა გაიტანეს, თითოჯერ გამოიჩინეს თავი სტეფან პიეშივაცმა, ანდრია ვლაჰოვიჩმა და მეკარე ირაკლი რაზმაძემ.

საქართველოს ნაკრები პირველი ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას 15 იანვარს სლოვენიის ნაკრებთან გამართავს, შეხვედრა 21:00 საათზე დაიწყება – პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:

ირაკლი რაზმაძე (მეკარე, 1 გოლი), ანდრო ბითაძე (2 გოლი), ნიკა შუშიაშვილი (2), ანდრია ვლაჰოვიჩი (1), სტეფან პიეშივაცი (1), დუშან ვასიჩი, იოვან სარიჩი, ვატო დადვანი, საბა ტყეშელაშვილი, სანდრო ადეიშვილი, რევაზ იმნაიშვილი, გიორგი მაგრაქველიძე, ველკო ტანკოსიჩი, გიორგი გვეტაძე (მეკარე).