წყალბურთი | საქართველოს ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებამდე საერთაშორისო ტურნირში ითამაშებს #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება, რომელიც 7-დან 13 აპრილის ჩათვლით მალტაში გაიმართება.
ტურნირში 24 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს, ორი საუკეთესო გუნდი კი მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მიიღებს.
ამ მატჩებისთვის დასკვნით მოსამზადებელ ეტაპზე საქართველოს ნაკრები 3, 4 და 5 აპრილს Danube cup-ზე ითამაშებს და სამ მატჩს გამართავს.
3 აპრილი, 19:15 | კანადა – საქართველო
4 აპრილი, 19:15 | საქართველო – ავსტრალია
5 აპრილი, 13:45 | სლოვაკეთი – საქართველო
მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის ჯგუფურ ეტაპზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის გუნდები იქნებიან.
7 აპრილი, 13:00 | საქართველო – თურქეთი
8 აპრილი, 13:30 | საქართველო – ბრაზილია
9 აპრილი, 15:00 | საქართველო – სლოვენია
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ანდრია ბითაძე, სტაფან პიეშივაცი, იოვან სარიჩი, დუშან ვასიჩი, ველიკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი, ნიკა შუშიაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, საბა ტყეშელაშვილი, ვალიკო დადვანიმ, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახლედიანი, გიორგი მესხი, საბა მაჭავარიანი.
მთავარი მწვრთნელი: რევაზ ჩომახიძე.