წყალბურთი | საქართველოს ეროვნული ნაკრები მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩებისთვის ემზადება #1TVSPORT
7-დან 13 აპრილის ჩათვლით, მალტაში წყალბურთის 2026 წლის მსოფლიო თასის მეორე დივიზიონის მატჩები გაიმართება, რომელიშიც საქართველოს ნაკრებიც მიღებს მონაწილეობას.
სულ ტურნირში 24 ქვეყნის ნაკრები ითამაშებს, საიდანაც ორი საუკეთესო გუნდი 2026 წლის მსოფლიო თასის ფინალური ეტაპის საგზურს მოიპოვებს, რომელიც 22-26 ივლისს ავსტრალიაში გაიმართება.
საქართველოს ეროვნული ნაკრები A ჯგუფში მოხვდა, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, ბრაზილიისა და სლოვენიის ეროვნული გუნდები იქნებიან.

საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, რევაზ ჩომახიძემ ტურნირისთვის შემადგენლობა დაასახელა:
ირაკლი რაზმაძე, გიორგი გვეტაძე, ანდრია ბითაძე, სტაფან პიეშივაცი, იოვან სარიჩი, დუშან ვასიჩი, ველიკო ტანკოსიჩი, ანდრია ვლაჰოვიჩი, ნიკა შუშიაშვილი, ლუკა ჩიქოვანი, საბა ტყეშელაშვილი, ვალიკო დადვანიმ, ხვიჩა ჯახაია, ბესარიონ ახლედიანი, გიორგი მესხი, საბა მაჭავარიანი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
7 აპრილი, 13:00 | საქართველო – თურქეთი
8 აპრილი, 13:30 | საქართველო – ბრაზილია
9 აპრილი, 15:00 | საქართველო – სლოვენია