წყალბურთი | „რადნიჩკიმ“ რეგიონალლიგის გათამაშება მოიგო – ვატო დადვანი ტურნირის MVP გახდა #1TVSPORT

12:37, 31.03.2025

წყალბურთელთა რეგიონალლიგის (ყოფილი ადრიატიკის ლიგა) გათამაშება, რომელშიც ხორვატიის, მონტენეგროს, სლოვენიისა და სერბეთის კლუბები თამაშობენ, სერბულმა „რადნიჩკიმ“ მოიგო, სადაც საქართველოს ნაკრების წევრები – ვატო დადვანი, დუშან ვასიჩი და ბორის ვაპენსკი თამაშობენ.

სერბულმა კლუბმა ფინალში სპლიტის „იადრანი“ 13:10 დაამარცხა. გადამწყვეტ შეხვედრაში „რადნიჩკის“ შემადგენლობაში 4 გოლი დადვანმა გაიტანა – ქართველი წყალბურთელი ტურნირის MVP გახდა. სერბების შემადგენლობაში სამი გოლი დუშან ვასიჩის ანგარიშზეა.

მსგავსი