წყალბურთი | მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდები დაამარცხა #1TVSPORT
წყალბურთი | მზადება ევროპის ჩემპიონატისთვის - საქართველოს ნაკრებმა ამხანაგურ მატჩში ნიდერლანდები დაამარცხა #1TVSPORT

საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის ნიდერლანდებში ემზადება, სადაც ამხანაგური მატჩი გამართა ნიდერლანდების ეროვნულ ნაკრებთან და დაძაბულ ბრძოლაში მეტოქე 10:8 დაამარცხა.

ევროპის ჩემპიონატი 10-დან 26 იანვრის ჩათვლით ბელგრადში გაიმართება. საქართველოს ნაკრები B ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები სლოვენია, ხორვატია და საბერძნეთი იქნებიან.

საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:

11 იანვარი, 23:30 | საბერძნეთი – საქართველო

13 იანვარი, 15:45 | საქართველო – ხორვატია

15 იანვარი, 21:00 | სლოვენია – საქართველო

მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.