წყალბურთი | ევროთასზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT
წყალბურთი | ევროთასზე თბილისის „დინამოს“ მეტოქეები ცნობილია #1TVSPORT

ზაგრებში გაიმართა წყალბურთში ევროთასის 2025/2026 წლების სეზონის საკვალიფიკაციო ეტაპის წილისყრა და გათამაშებაში თბილისის „დინამოს“ მეტოქეები გამოვლინდნენ.

„დინამო“ C ჯგუფში იასპარეზებს, სადაც მისი მეტოქეები „სოლარისი“ (ხორვატია), ბუქარესტის „რაპიდი“ (რუმინეთი) და ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის A ჯგუფის მესამეადგილოსანი გუნდი იქნებიან.

საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩები 3-5 ოქტომბერს ხორვატიის ქალაქ შიბენიკში გაიმართება.