წყალბურთი | ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
10-დან 25 იანვრის ჩათვლით ბელგრადში წყალბურთში ევროპის ჩემპიონატი გაიმართება, რომელშიც საქართველოს ეროვნული ნაკრებიც მიიღებს მონაწილეობას.
მატჩების პირდაპირ რეპორტაჟებს საქართველოს პირველი არხი და პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საკის კეჩაგიასმა ევროპის ჩემპიონატისთვის შემადგენლობა დაასახელა.
საქართველო ნაკრები:
1. ირაკლი რაზმაძე, 2. საბა ტყეშელაშვილი, 3. ვატო დადვანი, 4. ნიკა შუშიაშვილი, 5. ანდრო ბითაძე, 6. დუშან ვასიჩი, 7. სანდრო ადეიშვილი, 8, იოვან სარიჩი, 9. რევაზ იმნაიშვილი, 10. გიორგი მაგრაქველიძე, 11. ველკო ტანკოსიჩი, 12. სტეფან პიეშივაცი, 13. გიორგი გვეტაძე, 14. ანდრია ვლაოვიჩი, 15. ლუკა ჩიქოვანი.
საქართველოს ნაკრების მატჩების განრიგი:
11 იანვარი, 23:30 | საბერძნეთი – საქართველო
13 იანვარი, 15:45 | საქართველო – ხორვატია
15 იანვარი, 21:00 | სლოვენია – საქართველო
ევროპის ჩემპიონატისთვის საქართელოს ნაკრები ნიდერლანდებში ემზადებოდა, სადაც ამხანაგური მატჩში მასპინძელთა ნაკრები 10:8 დაამარცხა.