წყალბურთი | ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი მატჩებისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია #1TVSPORT
საქართველოს წყალბურთელთა ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე მოსახვედრად ბრძოლას იწყებს. შესარჩევი ტურნირის მატჩებს 9-11 ივნისს თბილისი უმასპინძლებს.
საქართველოს ნაკრები ჯგუფში ისრაელთან, შვეიცარიასა და ბულგარეთთან ერთად ითამაშებს.
ქართველი წყალბურთელები პირველ შეხვედრას 9 ივნისს ბულგარეთთან ჩაატარებენ, 10 ივნისს შვეიცარიას შეხვდებიან, ხოლო 11-ში – ისრაელს.
სამივე შეხვედრა თბილისში, „ოლიმპიკის“ აუზზე 17:00 საათზე დაიწყება, პირდაპირ რეპორტაჟებს პირველი არხი სპორტი შემოგთავაზებთ.
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, საკის კეჩაგიასმა შესარჩევი მატჩებისთვის შემადგენლობა შეარჩია:
1. ირაკლი რაზმაძე, 2. გიორგი გვეტაძე, 3. სანდრო ადეიშვილი, 4. სტეფან პიეშივაცი, 5. იოვან სარიჩი, 6. დუშან ვასიჩი, 7. ანდრია ვლაჰოვიჩი, 8. ბესარიონ ახლედიანი, 9. საბა ტყეშელაშვილი, 10. ლუკა ჩიქოვანი, 11. გიორგი მესხი, 12. გიორგი მაგრაქველიძე, 13. რევაზ იმნაიშვილი (კაპიტანი), 14. ნიკა შუშიაშვილი, 15. ვალიკო დადვანი, 16. არტიომ დიხტიარენკა.