წყალბურთი | დენეშ ვარგამ „აპოლოსთან“ კონტრაქტი ოფიციალურად გააფრომა #1TVSPORT
17 დეკემბერს გამართულ პრესკონფერენციაზე მსოფლიოს ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა წყალბურთელმა დენეშ ვარგამ, „აპოლოსთან“ კონტარქტი ოფიციალურად გააფორმა.
ვარგას ტიტულების ჩამონთვალია ასეთია:
უნგრეთის 12-გზის ჩემპიონი
ჩემპიონთა ლიგის სამგზის გამარჯვებული
ოლიმპიური ჩემპიონი
ევროპის ჩემპიონი
მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი
ევროპის საწყლოსნო ფედერაციის (LEN) ოფიციალური წყალბურთის ელჩი
„აპოლოში“ გადასვლამდე დენეშ ვარგა უნგრულ „ფერენცვაროშში“ თამაშობდა.
თებერვალში „აპოლო“ კონფერენციის ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპზე ითამაშებს, სადაც C ჯგუში მისი მეტოქეები „მონპელიე“ (საფრანგეთი), „დე აკერი“ (იტალია), „პრიმორიე რიეკა“ (ხორვატია) და „ჰონვედი“ (უნგრეთი) იქნებიან.
მატჩები 2026 წლის 20-22 თებერვალს გაიმართება.