წყალბურთი | „აპოლომ“ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დენეშ ვარგა დაიმატა #1TVSPORT
წყალბურთი | „აპოლომ“ ოლიმპიური, მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი დენეშ ვარგა დაიმატა #1TVSPORT

წყალბურთის კლუბ „აპოლოში“ გააგრძელებს კარიერას ტიტულოვანი უნგრელი წყალბურთელი დენეშ ვარგა. მხარეებს შორის შეთანხმება მიღწეულია – ვარგა უკვე საქართველოშია და კლუბთან კონტრაქტს უახლოეს დღეებში გააფორმებს.

38 წლის ვარგა ბოლოს „ფერენცვაროშში“ თამაშობდა, ის სხვადასხვა დროს ასევე „უიპეშტში“ „ვაშაშსა“ „შოლნოკსა“ და „რიეკაში“ გამოდიოდა. არის ხორვატიისა და უნგრეთის მრავალგზის ჩემპიონი, ჩემპიონთა ლიგისა და ადრიატიკის ლიგის გამარჯვებული.

უნგრეთის ნაკრებში ვარგას 2004 წლიდან 246 მატჩი აქვს ჩატარებული. არის ოლიმპიური ჩემპიონი (2008 წელს) და ოლიმპიადის ბრინჯაოსმედალოსანი (2020), მსოფლიოსა (2013, 2023) და ევროპის ჩემპიონი (2020).

რამდენიმე დღის წინ „აპოლომ“ კიდევ ერთი ტრანსფერი განახორციელა – ამიერიდან ქართული გუნდის ღირსებას ანდრია ბითაძე დაიცავს.

თებერვალში „აპოლო“ კონფერენციის ლიგის გათამაშების ჯგუფური ეტაპზე ითამაშებს, სადაც C ჯგუში მისი მეტოქეები „მონპელიე“ (საფრანგეთი), „დე აკერი“ (იტალია), „პრიმორიე რიეკა“ (ხორვატია) და „ჰონვედი“ (უნგრეთი) იქნებიან.

მატჩები 2026 წლის 20-22 თებერვალს გაიმართება.