წყალბურთი | „აპოლომ“ ევროთასზე სადებიუტო შეხვედრაში „დე ზაანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა #1TVSPORT
წყალბურთი | „აპოლომ“ ევროთასზე სადებიუტო შეხვედრაში „დე ზაანი“ პენალტების სერიაში დაამარცხა #1TVSPORT

წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ (ყოფილი „სპორტ მენეჯმენტი“) ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე  სადებიუტო შეხვედრა ნიდერლანდების „დე ზაანთან“ ჩაატარა და მეტოქე პენალტების სერიაში 19:18 დაამარცხა.

შეხვედრის ძირითადი დრო ფრედ, 14:14 დასრულდა, რეგლამენტის თანახმად, გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია დაინიშნა, რომელიც უფრო ზუსტად „აპოლოს“ წყალბურთელებმა შეასრულეს. ერთი დარტყმა ირაკლი რაზმაძემ მოიგერია, პენალტები კი გაიტანეს – ალექსეევმა, სარიჩმა, როგაჩმა, ვუკსანოვიჩმა და ვუკიჩევიჩმა,

„აპოლოს“ შემადგენლობა:

ირაკლი რაზმაძე (მეკარე), დმიტრი ალექსეევი (4 გოლი), სრდან ვუკსანოვიჩი (3), დროგოლუბ როგაჩი (2), მილოშ ვუკიჩევიჩი (2), დავით კიკალეიშვილი (1), ნინო მუდრაჟია (1), იოვან სარიჩი (1), ლუკა გიორგაძე, ხვიჩა ჯახაია, ბექა კაპანაძე, გიორგი კირიაკიდი, მაქსიმ მალიშაუ, საბა მაჭავარიანი.

საკვალიფიკაციო ეტაპის მომდევნო მატჩს „აპოლო“ 4 ოქტომბერს ბერძნულ „სმირნისთან“ გამართავს, შეხვედრა 22:00 სათზე დაიწყება, ჯგუფის დასკვნით მატჩს კი 5 სექტემბერს გერმანულ „შპანდაუსთან“ ჩაატარებს.

საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს – ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების ძირითად ეტაპის საგზურს 7 გუნდი მოიპოვებს – ჯგუფების გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი.

ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბერდ დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გაგრძელდება.