წყალბურთი | „აპოლომ“ ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე გერმანული „შპანდაუ“ დაამარცხა #1TVSPORT
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონმა „აპოლომ“ (ყოფილი „სპორტ მენეჯმენტი“) ევროთასის საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფის მესამე მატჩი გერმანულ „შპანდაუსთან“ ჩაატარა და მეტოქე 16:11 დაამარცხა.
საქართველოს ჩემპიონმა გერმანელებს ოთხიდან სამი მეოთხედი მოუგო, „აპოლოს“ შემაადგენლობაში ყევლაზე შედეგიანი დმიტრი ალექსეევი იყო, რომელმაც 5 გოლი გაიტანა.
„აპოლოს“ შემადგენლობა:
ირაკლი რაზმაძე (მეკარე), მაქსიმ მალიშაუ (1 გოლი), საბა მაჭავარიანი, სრდან ვუკსანოვიჩი (1), დავით კიკალეიშვილი, დრაგოლუბ როგაჩი (4), იოვან სარიჩი, ნინო მუდრაჟია (3), მილოშ ვუკიშევიჩი, ლუკა გიორგაძე (1), გიორგი კირიაკიდი (1), დმიტრი ალექსეევი (5), ბექა კაპანაძე.
საკვალიფიკაციო ეტაპზე 16 გუნდი მონაწილეობს – ოთხი ოთხგუნდიანი ჯგუფიდან გათამაშების ძირითად ეტაპის საგზურს 7 გუნდი მოიპოვებს – ჯგუფების გამარჯვებულები და სამი საუკეთესო მეორეადგილოსანი.
ძირითადი ეტაპის მატჩები 2025 წლის 16 ოქტომბერდ დაიწყება და 2026 წლის 12 თებერვლამდე გაგრძელდება.