წყალბურთი | „აპოლო“ გაძლიერებს განაგრძობს – გუნდმა ძმები გარდაშევიჩები და ანდრია ბითაძე დაიმატა #1TVSPORT
წყალბურთში საქართველოს ჩემპიონი თბილისის „აპოლო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპისთვის აქტიურად ემზადება და ახალ წყალბურთელებს იმატებს.
როგორც ცნობილია, მომავალ სეზონში“ აპოლოს“ ღირსებას სერბი წყალბურთელი, ოლიმპიური და ევროპის ჩემპიონი ნემანია ვიცო, ასევე მონტენეგროელი თავდამსხმელები – ნიკოლა მოსკოვი და ვრუკ დაშკოვიჩი, სერბი მეკარე ლაზარ სტეპანოვიჩი და საქართველოს ნაკრების მცველი საბა ტყეშელაშვილი დაიცავენ.
მათ გარდა კლუბმა კიდევ რამდენიმე წყალბურთლის დამატების შესახებ გაავრცელა ინფორმაცია, „აპოლოში“ ითამაშებენ მონტენეგროელი ძმები – ფილიპ და მარტინ გარდაშევიჩები, საქართველოს ნაკრების ერთ-ერთი ლიდერი ანდრია ბითაძე და ახალგაზრდა მეკარე იგორ ჩირკოვი. კლუბში კვლავ დარჩნენ დრაგოლუბ როგაჩი და ნინო მუდრაჟია.
„აპოლო“ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებს 18-20 სექტემბერს თბილისში გამართავს – საქართველოს ჩემპიონის მეტოქეები B ჯგუფში „ბრეშა“ (იტალია), „საბადელი“ (ესპანეთი) და „ბუდვა“ (მონტენეგრო) იქნებიან.