World Soccer-მა 500 საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, რომლის რეიტინგში არც ერთი ქართველი არ არის
ცნობილმა და ავტორიტეტულმა ბრიტანულმა ჟურნალმა World Soccer-მა 2018 წლის 500 ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელის სია გამოაქვეყნა, რომელშიც არც ერთი ქართველი ფეხბურთელი არ არის.
რეიტინგი მიეძღვნა მოახლოებულ მსოფლიოს ჩემპიონატს, ამიტომ, პირველ რიგში, მოხვდნენ ფეხბურთელები იმ ნაკრებებიდან, რომლებიც 2018 წლის მუნდიალის ფინალურ ეტაპზე არიან გასულები.
იყო არჩევის სხვა კრიტერიუმებიც, მაგალითად, განიხილეს ახალგაზრდა ნიჭიერი მოთამაშეების კანდიდატურებიც, რომლებმაც ამ სეზონში საკუთარი თამაშით აღფრთოვანება გამოიწვიეს. აგრეთვე, აქ არიან ფეხბურთელები, რომლებიც მნიშვნელოვანი ფიგურები იქნებიან ამ ზაფხულს სატრანსფერო ბაზარზე.
თუ ქვეყნების მიხედვით ავიღებთ, არგენტინას, ბრაზილიას, საფრანგეთს, იტალიასა და ესპანეთს ჰყავთ რეიტინგში 20-ზე მეტი ფეხბურთელი.
რაც შეეხება კლუბების მიხედვით წარმომადგენლობას, რეიტინგში ყველაზე მეტი მოთამაშე ჰყავთ – “ბაიერნს” (18), “რეალს” (16), “მანჩესტერ სიტის” (15), “ბარსელონას” (14) და “იუვენტუსს” (13).
ამასთან, World Soccer-ის ჟურნალისტები აზუსტებენ, რომ ამ სიამ აუცილებლად უნდა გამოიწვიოს დისკუსია და ნებისმიერი რეიტინგი აუცილებლად სუბიექტურია.
სრული რეიტინგის გაცნობა შეგიძლიათ ბმულზე.