წლის შესანიშნავი დასაწყისი - გოგლიჩიძე „ემპოლიში“ ჩაირიცხება, სერია A -ში მეოთხე ქართველი ითამაშებს #1TVSPORT
იტალიის სერია A-ში მეოთხე ქართველი ფეხბურთელი ითამაშებს, „ემპოლი“ მალე ქუთაისის „ტორპედოს“ მცველს, საბა გოგლიჩიძეს დაიმატებს, – ინფორმაციას ცნობილი სატრანსფერო ექსპერტი და ჟურნალისტი, ჯან-ლუკა დი მარციო საკუთარ გვერდზე, Gianlucadimarzio-ზე ავრცელებს.
„მეოთხე ქართველი სერია A -ში – „ემპოლიმ“ გოგლიჩიძე დაიმატა
სატრანსფერო „ბაზარზე“ „ემპოლი“ ერთ-ერთი ყველაზე აქტიური კლუბია: შეტევის გარდა, გუნდი მოედნის სხვა რგოლების გაუმჯობესებაზეც ფიქრობს. ახლა ტოსკანურმა კლუბმა ქართველი მცველის, საბა გოგლიჩიძის ტრანსფერი გადაწყვიტა და გარიგება მალე გაოფიციალურდება.
ქართველი ახალგაზრდა, 2004 წელს დაბადებული მცველია. ის „ემპოლიში“ უახლოეს დღეებში ჩავა სამედიცინო შემოწმებაზე და აურელიო ანდრეაზოლის გუნდის ახალი ფეხბურთელი გახდება.
საბა ცენტრალური მცველია, მაგრამ მარჯვენა ფლანგზეც შეუძლია თამაში, 2004 წელს არის დაბადებული და საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებშიც თამაშობს. მისი ტარნსფერი ქუთაისის „ტორპედოს“ ეკუთვნის“, – წერს ჯან-ლუკა დი მარციო.
ქუთაისის „ტორპედოს“ ცენტრალური მცველი კარიერას იტალიის ჩემპიონატში რომ გააგრძელებდა, ამის შესახებ ინფორმაცია დეკემბერში გავრცელდა, მაგრამ დაინტერესებულ გუნდებად „მილანი“, „იუვენტუსი“, „უდინეზე” და „ვერონა” დასახელდა. გავრცელებული ცნობით, გოგლიჩიძის ტრანსფერზე ლევან მჭედლიძე მუშაობს.
საბა გოგლიჩიძე სერია A-ში მეოთხე ქართველი მოთამაშე იქნება, როდესაც 2022 წლამდე ევროპის ერთ-ერთ ტოპლიგაში მხოლოდ ორი ქართველი, კახა კალაძე და ლევამ მჭედლიძე თამამშობდნენ – ხვიჩა კვარაცხელია „ნაპოლიშია“, გიორგი კვერნაძე – „ფროზინონეში“, საბა საზონოვი კი – „ტორინოში“.