ლონდონში გაიმართა ATP-ის წლის შემაჯამებელი ტურნირის ჯგუფური ეტაპის წილისყრა. ჩემპიონატში მონაწილეობას მიიღებს სეზონის რვა საუკეთესო ჩოგბურთელი. ისინი ორ ჯგუფში ასე გადანაწილდნენ:
კუერტენის ჯგუფი
ნოვაკ ჯოკოვიჩი (სერბეთი)
მარინ ჩილიჩი (ხორვატია)
ალექსანდრ ზვერევი (გერმანია)
ჯონ ისნერი (აშშ)
ჰიუიტის ჯგუფი
როჯერ ფედერერი (შვეიცარია)
დომინიკ ტიმი (ავსტრია)
კევინ ანდერსონი (ს. აფრიკა)
კეი ნიშიკორი (იაპონია)
შეგახსენებთ, რომ შემაჯამებელ ტურნირში უნდა ეთამაშათ ესპანელ რაფაელ ნადალსა და არგენტინელ ხუან მარტინ დელ პოტროს, თუმცა ისინი ტრავმების გამო ვერ ჩავიდნენ ლონდონში. მათი ადგილები კეი ნიშიკორიმ და ჯონ ისნერმა დაიკავეს.
წლის შემაჯამებელი ტურნირი 11-18 ნოემბერს გაიმართება.