წლის პირველ მატჩამდე ბორჯღალოსნებმა პირველი ვარჯიში გამართეს | ფოტოამბავი
წლის პირველ შეხვედრას, რაგბი ევროპის ჩემპიონატის მთავარ კონკურენტ რუმინეთის ნაკრებთან, ჩვენი გუნდი პირველ თებერვალს თბილისში, „დინამო არენაზე“ გამართავს.
გამარჯვებული გუნდი წლის პირველ მატჩშივე მიიღებს პირველ ჯილდოს – რუმინეთთან საზიარო „ანთიმოზ ივერიელის სახელობის თასს“, რომელიც საქართველოსა და რუმინეთს შორის ურთიერთშეხვედრებში 2002 წლიდან თამაშდება. დღემდე თასი ბორჯღალოსნებმა 12-ჯერ, ხოლო რუმინელებმა 6-ჯერ მოიგეს.
დღესვე ცნობილი გახდა საქართველოს ეროვნული ნაკრების შემადგენლობა:
საქართველოს ნაკრების შემადგენლობა:
ხაზი: 15. ლაშა ხმალაძე (ბათუმი), 14. მირიან მოდებაძე (აია), 13. დავით კაჭარავა (ენისეი, რუსეთი), 12. გიორგი კვესელაძე (არმაზი), 11. ალექსანდრე თოდუა (ბათუმი), 10. თედო აბჟანდაძე (ბრივი, საფრანგეთი), 9. ვასილ ლობჟანიძე (ბრივი, საფრანგეთი);
შერკინება: 1. მიხეილ ნარიაშვილი (მონპელიე, საფრანგეთი, კაპ.), 2. შალვა მამუკაშვილი (ყოჩები), 3. ბექა გიგაშვილი (ტულონი, საფრანგეთი), 4. ნოდარ ჭეიშვილი (ლონდონ სქოთიში, ინგლისი), 5. კონსტანტინე მიქაუტაძე (მონპელიე, საფრანგეთი), 6. ოთარ გიორგაძე (ბრივი, საფრანგეთი), 7. გიორგი ცუცქირიძე (ორიაკი, საფრანგეთი), 8. ბექა გორგაძე (ბორდო, საფრანგეთი).
მარქაფა: 16. გიორგი ჭყოიძე (ლოკომოტივი პენზა, რუსეთი), 17. გურამ გოგიჩაშვილი (რასინგ 92, საფრანგეთი), 18. გიორგი მელიქიძე (სტად ფრანსე, საფრანგეთი), 19. შალვა სუთიაშვილი (ანგულემი, საფრანგეთი), 20. ბექა საღინაძე (ორიაკი, საფრანგეთი); 21. გელა აფრასიძე (მონპელიე, საფრანგეთი), 22. ლაშა მალაღურაძე (ვვა, რუსეთი), 23. სოსო მათიაშვილი (ლელო-სარასენსი).