წლის მსაჯად ყრუაშვილი აღიარეს #1TVSPORT
წლის მსაჯად ყრუაშვილი აღიარეს #1TVSPORT

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული დაჯილდოებაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, წლის მსაჯად გიორგი ყრუაშვილი დაასახელეს.

2021 წლის საუკეთესო მსაჯად აღიარებული გიორგი ყრუაშვილი, ფიფა-ს გადაწყვეტილებით სამსაჯო კლასიფიკაციაში დაწინაურდა და პირველი კატეგორიის არბიტრებს შეუერთდა.იგი პირველი ქართველი არბიტრია, რომელმაც ფიფა-ს სამსაჯო კლასიფიკაციაში აღნიშნულ დონეს მიაღწია.

2021 წელს გიორგი ყრუაშვილმა ქართველ მსაჯებთან ერთად 21-წლამდე ფეხბურთელთა შორის ევროპის ჩემპიონატის ფინალი განსაჯა.

გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.