წლის საუკეთესო გოლად საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ტრადიციული დაჯილდოებაზე, რომელიც ონლაინ რეჟიმში მიმდინარეობს, გიორგი გოჩოლეიშვილის გოლი დაასახელეს. „საბურთალოს“ ნახევარმცველს ინგლისის ახალგაზრდული ნაკრებში კარში გატანილი ბურთი დაუფასდა.
2021 წლის საუკეთესო გოლი – გიორგი გოჩოლეიშვილი ( U21 საქართველო – ინგლისი )
ნომინირებულნი იყვნენ:
ხვიჩა კვარაცხელია
საქართველო – ესპანეთი (2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპი)
ნიკა გაგნიძე
დილა – ბათუმის დინამო (ეროვნული ლიგა)
ირაკლი აზაროვი
დინამო ბათუმი – დინამო თბილისი (ეროვნული ლიგა)
გიორგი გოჩოლეიშვილი
საქართველო U21- ინგლისი U21 (საერთაშორისო ამხანაგური მატჩი)
თორნიკე კირკიტაძე
ლოკომოტივი – სამგურალი (ეროვნული ლიგა)
გიორგი მოისწრაფიშვილი
დინამო თბილისი – თელავი (ეროვნული ლიგა)
ბენჟამინ ტეიდი
დინამო ბათუმი – ტორპედო (ეროვნული ლიგა)
ჯეფერსონ ჯერალდო
შუქურა – სამტრედია (ეროვნული ლიგა)
ლიზი მწყერაშვილი
საქართველო U19- რუმინეთი U19 (ევრო2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპი)
სერგი კუხიანიძე
სამგურალი – ტორპედო (ეროვნული ლიგა)
გამოკითხვაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს ეროვნული ნაკრების მოთამაშეებმა, ფუტსალისა და ქალთა ლიგების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა, ვეტერანმა ქართველმა ფეხბურთელებმა და სპორტული მედიის წარმომადგენლებმა.