საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის წლის შემაჯამებელი ღონისძიება და დაჯილდოების ცერემონია 27 დეკემბერს, სასტუმრო „შერატონში“ გაიმართება – ინფორმაციას სფფ-ს ოფიციალური ვებგევრდი ავრცელებს.
წლის საუკეთესო მოთამაშეების დაჯილოდებას დიდი ტრადიცია გააჩნია, მაგრამ GFF Awards სფფ-ს ამჟამინდელი მენეჯმენტის დაწესებული ღონისძიებაა, რომელიც საქართველოში ყველაზე პრესტიჟულ სპორტულ ღონისძიებად გადაიქცა.
ქართული ფეხბურთის მმართველი ორგანოს მიერ ორგანიზებულ საღამოზე სტუმრების მიღება 17:30 საათიდან დაიწყება. სასტუმრო „შერატონში“ სფეროს გამორჩეულ წარმომადგენლები დაჯილდოვდებიან.
გასული წლის მსგავსად, 2019 წელს ტრადიციულ ნომინაციებთან ერთად, ეროვნული ლიგის დაჯილდოების ცერემონია შედგება. GFF Awards ღონისძიების პირველი ნაწილი, სწორედ საქართველოს ეროვნული ლიგის გამორჩეულ წარმომადგენლებს დაეთმობათ.