5-9 აპრილს, ჯორჯიას შტატის ქალაქ ოგასტას გოლფ-კლუბში 2018 წლის პროფესიული ტურის (PGA) პირველი “მეიჯორი” იმართება – “მასტერსი 2018”.
ტურის საუკეთესო გოლფისტები უკვე ჯორჯიაში არიან და ვარჯიშს შეუდგნენ. გოლფის მოყვარებულს გრანდიოზული სანახაობა ელოდებათ, რაშიც მათ არწმუნებს ამერიკელი ჯორდან სპიტი, რომელმაც რიგით მე-16 ორმოში ბურთის ჩასაგდებად მოკლე გზა აირჩია და წყალზე ისე გაატარა გოლფის ბურთი, თითქოს ის ბრტყელი ქვა ყოფილიყოს.
სპიტი მსოფლიო კლასიფიკაციის მეოთხე ნომერია. ლიდერი გახლავთ მისი თანამემამულე დასტინ ჯონსონი.