უკრაინის პრემიერლიგის „ჟიტომირი“ საქართველოს ნაკრების 23 წლის გარემარბის დამატებითაა დაინტერესებული, – ინფორმაციას Sport.ua ავრცელებს.
„ჟიტომირის კლუბი წიტაიშვილს ტრავმირებული ბენი მაკუანას შემცვლელად განიხილავს და ზაფხულში, შესაძლოა, დაუბრუნდეს გიოს კანდიდატურას, რომელიც 2011 წლიდან კიევის „დინამოში“ იზრდებოდა, თუმცა პირველ გუნდში სტაბილურად ადგილი ვერ დაიმკვიდრა (მხოლოდ 24 მატჩი, არცერთი გოლი).
უკვე რამდენიმე წელია, წიტაიშვილი იჯარით კლუბიდან კლუბში დადის. ახლა ბათუმის „დინამოში“ თამაშობს, თუმცა ქართულ კლუბს ფეხბურთელის სრულად გამოსყიდვის შესაძლებლობა არ აქვს. კიევის „დინამოსთან“ ამჟამინდელი კონტრაქტი კი 2025 წლის ზაფხულამდეა გათვლილი.
ამიტომ „თეთრ-ლურჯებმა“ უნდა მიიღონ გადაწყვეტილება – გააგრძელონ შეთანხმება და მისცენ შანსი ან ბოლომდე გაასხვისონ. „პოლესიე“ კი მზად არის, იბრძოლოს გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერისთვის, რომელსაც Transfermarkt-ი 800 ათას ევროდ აფასებს“, – წერს უკრაინული გამოცემა.
შეგახსენებთ, რომ წიტაიშვილი უკრაინის 20-წლამდელთა ნაკრების ვარსკვლავი იყო, რომელმაც ალექსანდრე პეტრაკოვის ხელმძღვანელობით 2019 წლის მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო. თუმცა გარემარბმა არჩევანი საქართველოს სასარგებლოდ შეცვალა და ცოტა ხნის წინ „ჯვაროსნებს“ ისტორიაში პირველად ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დაეხმარა.