წიტაიშვილს „ფერენცვაროში“ იწვევს, დვალი კი, სავარაუდოდ, გუნდს დატოვებს #1TVSPORT
გიორგი წიტაიშვილით უნგრეთის ჩემპიონი „ფერენცვაროში“ დაინტერესდა, გუნდს კი ლაშა დვალი დატოვებს – საქართველოს ნაკრების მოთამაშეებზე ინფორმაციას უნგრული საფეხბურთო გამოცემა csakfoci ავრცელებს.
უნგრეთის ჩემპიონატის დასრულების შემდეგ გამოცემამ გუნდების სატრანსფერო მონაცემები გამოაქვეყნა. სავარაუდო სიაში წერია, თუ ვინ მიდის გუნდიდან და ვინ დაიმატეს ან სურთ დაიმატონ.
გიორგი წიტაიშვილის ტრანსფერი კიევის „დინამოს“ ეკუთვნის, რომელიც 2021 წლის ზაფხულში ოდესის „ჩერნომორეცში“ გაუშვეს, მაგრამ რუსეთს შეჭრის შემდეგ უკრაინაში ჩემპიონატი ჩაიშალა და გიორგიმ თამაში დროებით პოლონეთში, კრაკოვის „ვისლაში“ გააგრძელა.
ლაშა დვალი „ფერენცვაროშში“ 2019 წელს გადავიდა და სამჯერ გახდა უნგრეთის ჩემპიონი, მაგრამ 2022 წლის დასაწყისიდან (როდესაც ბუდაპეშტის გუნდში მთავარ მწვრთნელად რუსი სტანისლავ ჩერჩესოვი დაინიშნა) ფაქტობრივად, არ უთამაშია. csakfoci ამტკიცებს, რომ ლაშა დვალი „ფერენცვაროშს“ დატოვებს, რადგან კონტრაქტი უმთავრდება.