გიორგი წიტაიშვილით კრაკოვის „ვისლა“ დაინტერესდა – ამის შესახებ ცნობას პოლონური მედია ავრცელებს. ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელის წარმომადგენლებს კრაკოვული კლუბიდან დაუკავშირდნენ და მოლაპარაკება დაწყებულია.
ამავე დროს, ცნობილია, რომ კიევის „დინამოს“ შემტევი ნახევარმცველის, გიორგი წიტაიშვილის მიმართ ინტერესს უნგრელი „ფეჰერვარიც“ იჩენს. უნგრული გამოცემის ცნობით, კლუბი ფეხბურთელის აყვანის ვარიანტს განიხილავს.
მანამდე უკრაინული მედიაც წერდა, რომ წიტაიშვილს ბრატისლავას „სლოვანშიც“ იწვევენ, სადაც მწვრთნელი საქართველოს ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ვლადიმირ ვაისია, ხოლო გუნდში გურამ კაშია და ჯაბა კანკავა თამაშობენ.
Meta-Ratings-ის ცნობით, სლოვაკეთის გუნდი მზადაა იჯარის დაიმატოს ქართველი ნახევარმცველი, შემდეგ კიევის „დინამოდან“ გამოისყიდოს და 2 მილიონი ევრო შესთავაზოს. ახლა გუნდები მოლაპარაკების ეტაპზე არიან.
მიმდინარე სეზონში ნახევარმცველმა ოდესის „ჩერნომორეცის“ ფორმით 15 მატჩი ჩაატარა და ერთი გოლი გაიტანა. ახლა წიტაიშვილის სავარაუდო ღირებულება Transfermarkt-ზე ერთიმილიონი ევროა. მიმდინარე წლის მაისში წიტაიშვილმა უკრაინის მოქალაქეობა საქართველოთი შეიცვალა და „ჯვაროსნების“ ფორმით 5 მატჩი ჩაატარა.