წიტაიშვილის „გრანადა“ დამარცხდა - ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ თამაში გადაიდო #1TVSPORT
წიტაიშვილის „გრანადა“ დამარცხდა - ქოჩორაშვილის „ლევანტეს“ თამაში გადაიდო #1TVSPORT

გიორგი წიტაიშვილის „გრანადა“ ესპანეთის ლა ლიგა 2-ის მე-13 ტურში „სარაგოსას“ ესტუმრა და 1:2 დამარცხდა.

საქართველოს ნაკრების მოთამაშე „გრანადას“ ძირითად შემადგენლობაში იყო, საგოლე მოქმედებებით თავი არ გამოუჩენია და 67-ე წუთზე შეცვალეს. გიორგიმ საშუალო შეფასება – 6.4 ქულა მიიღო.

მატჩის გმირი „სარაგოსას“ თავდამსხმელი ივან აზონი გახდა, რომელმაც პირველივე წუთზე ანგარიში გახსნა, ხოლო 63-ე წუთზე დუბლი შეასრულა. 84-ე წუთზე მირტო უზუნიმ სხვაობა მინიმუმამდე შეამცირა.

შემდეგ „გრანადა“ 9 მოთამაშით დარჩა. 85-ე წუთზე წიტაიშვილის შემცვლელი კამილ იოზვიაკი გააძევეს, ხოლო 90+4-ე წუთზე მცველი – რუბენ სანჩესი.

ამავე ტურის მატჩი გიორგი ქოჩორაშვილის „ლევანტესა“ და „მალაგას“ შორის 4 ნოემბერს უნდა გამართულიყო, მაგრამ ვალენსიაში მომხდარი სტიქიური უბედურების და მისგან გამოწვეული ტრაგიკული შედეგების გამო გადაიდო.