წიტაიშვილი-კვეკვესკირის „ლეხი“ „ყარაბაღთან“ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება #1TVSPORT
წიტაიშვილი-კვეკვესკირის „ლეხი“ „ყარაბაღთან“ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება #1TVSPORT

პოზნანისლეხმა“ ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებითი შეხვედრა ბაქოში აგდამის „ყარაბაღთან“ გამართა დიდი ანგარიშით დამარცხდა.

პოლონეთის ჩემპიონმა, სადაც ნიკა კვეკვესკირი და გიორგი წიტაიშვილი ირიცხებიან, პირველი შეხვედრა 1:0 მოიგო და განმეორებით მატჩში ფრეც აწყობდათ. ქართველებიდან წიტაიშვილმა და კვეკვესკირმა ითამაშეს, რომლებიც მოედანზე შეცვლაზე გამოჩდნენ – გიორგი 72-ე წუთზე, ხოლო ნიკა – 85-ეზე. სათადარიგოებში დარჩა მასპინძელთა მეკარე ლუკა გუგეშაშვილი.

პოლონელთა იმედები არ გამართლდა – მატჩი „ყარაბაღის“ დიდი უპირატესობით წარიმართა. თუმცა, პირველივე წუთზე „ლეხიველდეს გოლით დაწინაურდა, მაგრამ სტუმართა სიხარული ცოტა ხანს გაგრძელდა და აზერბაიჯანელების უპირატესობა ნელ-ნელა გამოიკვეთა.

კადიმ მე-14 წუთზე ანგარიში გაათანაბრა, 42-ე წუთზე ოზობიჩმა მასპინძლები დააწინაურა, 56-ე წუთზე მედინამ „ყარაბაღის“ უპირატესობა ორამდე გაზარდა, ხოლო კადიმ (74) და ჰუსეინოვმა (78) აგდამელების სხვაობა ოთხამდე აიყვანეს.

საბოლოოდ, „ყარაბაღმა“ 5:1 მოიგო და ჩემპიონთა ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე ითმაშებს, რაც საბოლოოდ, მინმუმ კონფერენს ლიგის პლეი ოფში თამაშის გარანტიაა. „ლეხი“ კი  ევროასაპრეზობას კონფერენს ლიგის მე-2 საკვალიფიკაციო ეტაპზე გააგრძელებს.