წინსვლა ფიფა-ს რეიტინგში - საქართველოს ნაკრები ოთხი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT
წინსვლა ფიფა-ს რეიტინგში - საქართველოს ნაკრები ოთხი ადგილით დაწინაურდა #1TVSPORT

ერთა ლიგაზე სექტემბერში ჩატარებული შეხვედრები საქართველოს საფეხბურთო ნაკრებზე დადებითად აისახა და გუნდი ფიფა-ს რეიტინგში დაწინაურდა.

მსოფლიო ფეხბურთის ორგანიზაციის წინა რეიტიგში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები 82-ე ადგილზე იყო, განახლებული მონაცამებით კი გუნდს 10,88 ქულა დაემატა და 4 საფეხურით დაწინაურდა – 78-ე ადგილზე (1307 ქულა).

ფიფა-ს განახლებული რეიტინგის სათავეში ბრაზილიის ნაკრებია, ტოპ-10 კი ასე გამოიყურება:

1. ბრაზილია – 1841 ქულა

2. ბელგია – 1816

3. არგენტინა – 1773

4. საფრანგეთი – 1759

5. ინგლისი – 1728

6. იტალია – 1726

7. ესპანეთი – 1715

8. ნიდერლანდები – 1694

9, პორტუგალია – 1676

10. დანია – 1666

——-

78. საქართველო – 1307