წილისყრა ფეხბურთის ფედერაციაში - საქართველოს თასის მეოთხედფინალური წყვილები ცნობილია #1TVSPORT
ფეხბურთის ფედერაციაში დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასის მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა გაიმართა. გათამაშებას რვა გუნდი შემორჩა – ხუთი ეროვნული ლიგიდან, ორი – ეროვნული ლიგა 2-იდან და ერთიც ლიგა 3-იდან.
დავით ყიფიანის სახელობის თასის მეოთხედფინალური ეტაპის შეხვედრები მიმდინარე წლის სექტემბერშია დაგეგმილი. მაგრამ მატჩის ჩატარების თარიღი მოგვიანებით დადგინდება. ბოლო წლების დებულების მიხედვით, შემდეგ ეტაპზე გამსვლელი გუნდები ერთმატჩიანი დაპირისპირებაში გამოვლინდებიან.
ყველაზე საინტერესო დაპირისპირება „ლოკომოტივისა“ და ბათუმის „დინამოს“ მატჩი იქნება, რომელსაც თბილისელები საკუთარ მოედანზე უმასპინძლებენ.
მეოთხედფინალში გუნდები ასე დაწყვილდნენ:
„ლოკომოტივი“ – ბათუმის „დინამო“
„გაგრა“ – „შუქურა“
„გარეჯი“ – „საბურთალო“
„გორი“ – „სამგურალი“