ნინო წიკლაურმა თავისი პირადი შედეგი დღეს კიდევ უფრო გააუმჯობესა, სლალომში 1:51.6 წუთი აჩვენა და 39-ე ადგილი დაიკავა. ეს არის საუკეთესო შედეგი, რომელიც წიკლაურს ოლიმპიურ თამაშებზე უჩვენებია. ტურნირის გამარჯვებულს, შვედ ფრიდა ჰანსდოტერს ის 12. 99 წამით ჩამორჩა.
წიკლაურისთვის ეს ბოლო გამოსვლა იყო პიონჩანგში და მისთვის ოლიმპიადა უკვე დასრულდა. რაც შეეხება კიდევ ერთ ქართველ სპორტსმენს, მოციგურავე მორის ყვითელაშვილს, მან დღეს მოკლე პროგრამა შეასრულა და 30 სპორტსმენში 22-ე შედეგი აჩვენა. ხვალ, თბილისის დროით დილის 5 საათზე, ყვითელაშვილი თავისუფალ პროგრამას შეასრულებს.
პიონჩანგში კიდევ ერთი ქართველი სპორტსმენის გამოსვლას ველოდებით და ეს არის სამთო მოთხილამურე იასონ აბრამაშვილი.
ოლიმპიადის რეპორტაჟების ხილვა შეგიძლიათ შემდეგ ბმულებზე პირველი არხი / მეორე არხი (მხოლოდ საქართველოს ტერიტორიაზე)
ყველაფერი ოლიმპიადის შესახებ იხილეთ ბმულზე