WhoScored-ი – ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ყველაზე მეტჯერ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს #1TVSPORT
WhoScored-ი – ევროპის წამყვან ხუთ ჩემპიონატში მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ყველაზე მეტჯერ ხვიჩა კვარაცხელია დაასახელეს #1TVSPORT

ანალიტიკურმა პორტალმა, WhoScored-მა ევროპის ხუთ წამყვან ლიგაში ყველაზე მეტჯერ (10) მატჩის საუკეთესო მოთამაშედ გასულ სეზონში  „ნაპოლის“ ქართველი თავდამსხმელი ხვიჩა კვარაცხელია დაასახელა.

„დასრულებულ სეზონში იტალიაში საუკეთესო ფეხბურთელი ხვიჩა კვარაცხელია გახდა. ქართველი ცნობილმა პორტალმა საუკეთესოდ 10-ჯერ აღიარა. ის ერთადერთია, ვისი გაყიდვაც არ შეიძლება“, – წერს Spazio Napoli.

შეგახსენებთ, რომ ქართველი ფეხბურთელის შეძენით „პარი სენ-ჟერმენია“ დაინტერესებული. ფრანგული კლუბი კვარაცხელიას ხუთწლიან კონტრაქტს და სეზონში 7 მილიონ ევროს სთავაზობს.

თუმცა „ნაპოლის“ მოთამაშის შენარჩუნება სურს. კლუბის პრეზიდენტი მზადაა, მას ხელფასი გაუზაროდოს და სეზონში 5.5 მილიონი ევრო გადაუხადოს.