“დიდი სლემის” რიგით მესამე ტურნირის, უიმბლდონის საპრიზო ფონდი 46.57 მილიონ დოლარს (34 მილიონი ფუნტი) გაუტოლდება. ეს 7.6 პროცენტით მეტია, ვიდრე გასულ სეზონში, – იტყობინება სააგენტო “როიტერი”.
მამაკაცთა და ქალთა ტურნირის გამარჯვებულები 2.25 მილიონ ფუნტს მიიღებენ.
უიმბლდონის საპრიზო ფონდი აღემატება ავსტრალიის ღია პირველობის წლევანდელ ფონდს (41.32 მილიონი დოლარი), მაგრამ ჩამოუვარდება როლან გაროსს, რომელიც ჩოგბურთელებს 47.18 მილიონ დოლარს დაურიგებს.
2018 წელს, უიმბლდონის ტურნირი 2-15 ივლისს გაიმართება.