წელს პირველად, ევროვიზიის სცენაზე „დიდი ხუთეულის“ ქვეყნები და მასპინძელი შვედეთი ნახევარფინალში იმღერებენ
ევროვიზიის ისტორიაში პირველად, „დიდი ხუთეულის“ წარმომადგენლები – საფრანგეთი, გერმანია, იტალია, ესპანეთი, დიდი ბრიტანეთი და მასპინძელი ქვეყანა – შვედეთი თავიანთ სიმღერებს ნახევარფინალში პირდაპირ ეთერში შეასრულებენ.
წინა წლებში ნახევარფინალურ შოუებზე მათი რეპეტიციის მხოლოდ მოკლე ვიდეო გადიოდა. ახლა „დიდი ხუთეული“ და შვედეთი ევროვიზიის სცენაზე გასვლას და კონკურენტ წარმომადგენლებთან ერთად თავიანთი ნამუშევრების ჩვენებას შეძლებენ.
პირველ ნახევარფინალში გერმანია, შვედეთი და დიდი ბრიტანეთი წარდგებიან, მეორე ნახევარფინალში კი – საფრანგეთი, იტალია და ესპანეთი.
შეგახსენებთ, რომ ევროვიზიის სიმღერის კონკურსი 7, 9 და 11 მაისს შვედეთის ქალაქ მალმეში, Malmö Arena-ზე გაიმართება.