წელს ევროპის ტოპ-ლიგების გუნდების მოგებამ 600 მილიონი ევრო შეადგინა
მას შემდეგ რაც 2011 წელს წესი ფინანსური ფეირ-ფლეის შესახებ წესი შემოიღეს, UEFA-მ ევროპული კლუბების პირველი ფინანსური წინსვლის შესახებ განაცხადა.
718 ევროპული კლუბის ფულადი სახსრების გამოკვლევის შედეგად დადასტურდა, რომ 2017 წელს ამ კლუბების ჯამურმა მოგებამ 600 მილიონი ევრო შეადგინა.
ერთი წლით ადრე ელიტარულმა გუნდებმა 300 მილიონი ევროთი იზარალეს. 2011 წელს ზარალი 1.7 მილიარდი, ხოლო 2008 წელს კი 600 მილიონი ევრო იყო.
დღევანდელი მდგომარეობით კლუბების აქტივები 7.7 მილიარდი ევროთი მეტს შეადგენს, ვიდრე მათი ვალები და ვალდებულებები. 2011 წელს კი ეს თანხა 1.9 მილიონ ევროს შეადგენდა.
2017 წელს კლუბების შემოსავლებმა სარეკორდო 1.6 მილიარდი შეადგინა, რაც 20 წლის წინანდელთან შედარებით რვაჯერ მეტია.