წელიწადნახევრით ჩრდილოეთ მაკედონიაში - კუცია სკოპიეს „რადნიჩკიში“ ითამაშებს #1TVSPORT
წელიწადნახევრით ჩრდილოეთ მაკედონიაში - კუცია სკოპიეს „რადნიჩკიში“ ითამაშებს #1TVSPORT

„დინამო თბილისის“ ნახევარმცველი გიორგი კუცია კარიერას ჩრდილოეთ მაკედონიის სუპერლიგის სკოპიესრადნიჩკიში“ გააგრძელებს – გერმანული სამენეჯერო ინტერნეტ-სააგენტოტრანსფერმარკტის“ ცნობით, ქართველი ლეგიონერის დამატებით ბალკანური კლუბის თანხას არ გადაიხდის.

„დინამო თბილისის“ ახალგაზრდა ნახევარმცველი ჩრდილოეთ მაკედონიურ კლუბში 1,5 წლიანი იჯარით ითამაშებს – კლუბებს შორის გამართული მოლაპარაკების შედეგად, გიორგი კუციას სატრანსფერო უფლებები „რაბოტნიჩკის“ 2023 წლის ზაფხულამდე ეკუთვნის.

​გიორგი კუცია „დინამოს“ აკადემიის აღზრდილია და მთავარი გუნდის მაისურით 102 შეხვედრა ჩაატარა. ამ პერიოდის განმავლობაში ნახევარმცველმა 6 გოლი გაიტანა და 8 საგოლე გადაცემა შეასრულა. 2019 წლის სეზონში გიორგი კუცია იჯარით გორის „დილას“ ღირსებას იცავდა.

სკოპიესრადნიჩკი“ ჩრდილოეთ მაკედონიის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა, სამჯერ იყო ვიცე-ჩემპიონი, ასევე იყო სუპერთასის გამარჯვებული. შეგახსენებთ, რომ ერთი კვირის წინ ჩრდილოეთ მაკედონიურ „შკუპიში“ გაგა მარგველაშვილი გადავიდა – ბათუმის „დინამოს“ 25 წლის მცველმა კონტრაქტი 2024 წლის იანვრამდე გააფორმა.