საფეხბურთო კლუბი „თელავი“ 12 იანვარს შეიკრიბა და ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყო. გუნდში ბევრი ახალწვეულია – ინფორმაცის გუნდის ოფიციალური გვერდი ავრცელებს.
„თელავი“ შვიდმა ფეხბურთელმა დატოვა, რომელთაც ბოლო მომენტში უკრაინელი ლეგიონერი, ვლადისლავ კრაევიც შეუერთდა. რაც შეეხება ახალწვეულებს, ამ დროისთვის 7 ახალი ფეხბურთელი დაიმატეს:
ზურაბ თევზაძე – 28 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: „მერანი“ (თბილისი)
ცოტნე კაპანაძე – 19 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: „ლოკომოტივი“ (თბილისი)
ვაჟა ფაცაცია – 22 წლის; ამპლუა: მცველი; ბოლო კლუბი: „დინამო“ (ბათუმი)
გიორგი ხაბულიანი – 16 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „მერანი“ (თბილისი)
ბექა გაბისკირია – 24 წლის; ამპლუა: ნახევარმცველი; ბოლო კლუბი: „მერანი“ (თბილისი)
შოთა შეყილაძე – 20 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „ლოკომოტივი“ (თბილისი)
იმედა აშორტია – 24 წლის; ამპლუა: თავდამსხმელი; ბოლო კლუბი: „შუქურა“ (ქობულეთი)
მათ კლუბთან 2-2 წლიანი ხელშეკრულებები გააფორმეს. „თელავში“ ადრე მხოლოდ იმედა აშორტია თამაშობდა, რომელიც გუნდის დაარსებიდან პირველივე სეზონში, საუკეთესო ბომბარდირი და ქომაგთა რჩეული გახდა.
„თელავის” პრესსამსახურის ცნობით, გუნდის გაძლიერება-დაკომპლექტების პროცესი ჯერ არ დასრულებულა და კიდევ რამდენიმე ახალი ფეხბურთელის ვინაობას უახლოეს დღეებში გაასაჯაროებენ.