წავახალისოთ ჯანსაღი ცხოვრების სტილი - ახალგაზრდა ევროპელმა ელჩებმა სპორტული ღონისძიება გამართეს #1TVSPORT
ევროპელმა ახალგაზრდა ელჩებმა ლისის ტბაზე სპორტული ღონისძიება – STAY FIT Together გამართეს. ივენთმა ერთ სივრცეში გააერთიანა ახალგაზრდა ევროპელი ელჩები, ფიტნეს მწვრთნელები და ფიტნეს-ინფლუენსერები.
სპორტული აქტივობა მიზნად ისახავს ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების სტილის წახალისებას, ახალგაზრდული ქსელის წევრების ღია სივრცეში გაცნობას და უმაღლესი დონის პირებთან დაახლოებას.
ექსკლუზიური სავარჯიშო პროგრამა ალექს ოსიპიანმა შეადგინა – ბოდიბილდერმა, რომელიც 10-წლიანი გამოცდილების მქონე ფიტნეს-მწვრთნელია. ღონისძიებაზე მიწვეული იყვნენ დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.
ორგანიზატორები იყვნენ პროექტის კოორდინატორი და ახალგაზრდა ევროპელი ელჩების მენტორი მარიამ ხუროშვილი, ახალგაზრდა ევროპელი ელჩების კოორდინატორი ნინო ტურიაშვილი და მედია-კოორდინატორი მარიამ პაკაცოშვილი.
სპორტული ღონისძიების მონაწილეები ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზებას ქართველ ახალგაზრდებში ცდილობენ და საკუთარი აქტივობების გასაშუქებლად სოციალურ ქსელებს (Instagram/Facebook) აქტიურად იყენებენ. პროექტს ახორციელებს EU Neighbours east და დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ.
ოპერატორი – ვაკო ფარსადანიშვილი