წარმატებული სტარტი - საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა გერმანია დაამარცხა
საქართველოს ფუტსალის ნაკრებმა წარმატებით დაიწყო ევრო 2022-ის საკვალიფიკაციო ეტაპის წინასწარი რაუნდი – თბილისის ოლიმპიური სასახლეში გამართულ F ჯგუფის პირველ შეხვედრაში ავთანდილ ასათიანის გუნდმა გერმანია 3:1 დაამარცხა.
შევხედრა სტუმრებმა კარჰგად დაიწყეს და მე-5 წუთზე ფიშერის გოლით დაწინაურდნენ. ამსი შემდეგ საქართველო გააქტიურდა და წონასწორობა სებისკვერაძემ მე-11 წუთზე აღადგინა. 29-ე წუთზე ტალესმა საქართველო დაააწინაურა, ხოლო 31-ე წუტზე ჯვარაშვილმა გერმანეელბსი კარი მესამედ აიღო და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა 3:1.
პირველ შეხვედრაში კოსოვომ ევროშესარჩევის დებიუტანტი ავსტრია 4:2 დაამარცხა და პირველი ტურის შემდეგ 3-3 ქულით საქართველო და კოსოვო დაწინაურდნენ.
მეორე ტურის შეხვედრები თბილისის ახალი სპორტის სასახელში 30 იანვარს გაიმართება.
30 იანვარი
გერმანია 16:00 კოსოვო
საქართველო 19:00 ავსტრია
საქართველოს ნაკრების შეხვედრების პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი შემოგთავაზებთ.