წარმატებული სტარტი გორში – 21-წლამდელებმა ლიხტენშტაინი 4-0 დაამარცხეს (ფოტოამბავი)
საქართველოს ახალგაზრდული ნაკრებმა 2021 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ციკლი მოგებით დაიწყო. გია ცეცაძის გუნდმა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე ლიხტენშტაინს უმასპინძლა და მეტოქე დაამარცხა.
საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა. ამაზე ბურთის ფლობის სტატისტიკა მეტყველებს – ჩვენი 83 % ლიხტენშტაინის 17 %-ის სასარგებლოდ. გუნდში გამორჩეული გიორგი არაბიძე იყო, რომელიც შეხვედრა უამღლეს დონეზე ჩაატარა.
ანგარიში საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა 30-ე წუთზე გახსნა: არაბიძის მშვენიერი გადაცემის შემდეგ მეკარესთან პირისპირ ბექა ქავთარაძე გავიდა და ზუსტად დაარტყა 1:0.
36-ე წუთზე მასპინძლებმა მეტოქის კარი მეორედ აიღეს და ეს შეტევაც არაბიძემ წამოიწყო: მან მარჯვენა ფლანგზე შეტევა ნიკა მალის გაუგრძელა, რომლის გადაცემაც დავით სამურკასოვმა ახლო მანძილიდან დააგვირგვინა 2:0.
43-ე წუთზე თავის გამოჩენა არაბიძეს შეეძლო, მაგრამ მისი გადაცემის შემდეგ კარს ბურთი ოდნავ აცდა. ერთ წითში კი ქავთარაძემ დუბლის შესრულება სცადა და მანაც – უშედეგოდ.
მეორე ტაიმში საქართველოს ნაკრები დიდ უპირატესობას ფლობდა და სხვაობა კიდეფვ უფრო გაზარდა, გოლი კი არაბიძემ გაიტანა: 53-ე წუთზე, გიორგიმ საჯარიმო ჩინებულად შეასრულა და მეკარეს შანსი არ დაუტოვა 3:0.
მეოთხედ მეტოქის კარი ირაკლი ბუღრიძემ აიღო, რომელმაც ლუკა ლაკვეხელიანისა და ლუკა სილაგაძის სწრაფი და ეფექტური შეტევა დაასრულა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა – 4:0 საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების სასარგებლოდ.
საქართველო U21- ლიხტენშტაინი U21 4:0
გოლები: 1:0 ქავთარაძე (30. არაბიძის პასით), 2:0 სამურკასოვი (36. მალის პასით), 3:0 არაბიძე (53), 4:0 ბუღრიძე (70. სილაგაძის პასით)
საქართველო U21 (3-4-3): გუგეშაშვილი – ბერიაშვილი, ლოჩოშვილი, კობოური – მალი (60. ლაკვეხელიანი), ნინუა (67. კიტეიშვილი), სამურკასოვი (81. ანდრონიკაშვილი), სილაგაძე – არაბიძე (67. კოხრეიძე), ქავთარაძე (60. ბუღრიძე), არველაძე
სათადარიგოები: მამარდაშვილი, სპანდერაშვილი, ძებნიაური, უგრეხელიძე
მთავარი მწვრთნელი: გიორგი ცეცაძე
საქართველოს ნაკრები მომდევნო შეხვედრას 10 სექტემბერს ბაქოში, აზერბაიჯანის ახალგაზრდულ ნაკრებთან ჩაატარებს.
