წალენჯიხაში ტურინის „იუვენტუსის“ აკადემიის ფილიალი გაიხსნა #1TVSPORT
წალენჯიხაში ტურინის „იუვენტუსის“ აკადემიის ფილიალი გაიხსნა #1TVSPORT

„ინტერისა“ და „ვილიარეალის“ შემდეგ საქართველოში საფეხბურთო აკადემია „იუვენტუსმაც“ გახსნა. ტურინული გრანდის აკადემიის ფილიალი წალენჯიხაში ამოქმედდა, – ინიციატივა პარტია „ლელოს“ ლიდერს, მამუკა ხაზარაძეს ეკუთვნის.

„„იუვენტუსის“ წალენჯიხაში ჩამოყვანა და აკადემიის გახსნა მარტივი არ იყო, მაგრამ ჩვენ ეს მოვახერხეთ, ისევე როგორც სხვა პროექტები, რომლებსაც ვაკეთებთ და კიდევ ბევრს დავააანონსებთ.

მინდა, მივულოცო ბავშვებს. მათ თვალებში ჩანს ყველაფერი, ის სიხარული და პერსპექტივა, რომელსაც დღეს ეზიარნენ. ჩვენ ვაჩვენებთ დანარჩენ საქართველოს, რომ კამათი კარგია, მაგრამ შეთანხმება კონკრეტულ საქმეებზე არის ძალიან მნიშვნელოვანი.

ბავშვებმა უკვე მიიღეს ეკიპირება და დაიწყეს ვარჯიში. წვრთნები იტალიელი და იტალიაში გადამზადებული ქართველი მწვრთნელების ხელმძღვანელობით გაიმართება. სექტემბერში კი იქნება ძალიან დიდი გახსნა, სადაც დავპატიჟებთ ფეხბურთის ფედერაციას და იმ ადამიანებს, რომლებიც ფეხბურთს გულშემატკივრობენ.

გვსურს, ვაჩვენოთ, რომ საქართველო ნიჭიერი ადამიანების ქვეყანაა. კვარაცხელიას სამშობლოსა და კუთხეში მე ვისურვებდი, ძალიან ბევრი ხვიჩასნაირი ბიჭი და კიდევ უკეთესი გაიზარდოს“, – წერს მამუკა ხაზარაძე.