„წალენჯიხამ“ ფუტსალის ლიგის საგზური მოიპოვა #1TVSPORT
„წალენჯიხამ“ ფუტსალის ლიგის საგზური მოიპოვა #1TVSPORT

წალენჯიხამ“ ფუტსალის ლიგა 2-ში სადებიუტო ასპარეზობა მესამე ადგილით დაასრულა და ფუტსალის უმაღლეს ლიგაში თამაშის უფლება მოიპოვა. გუნდმა სერიის ორივე მატჩში „გორი“ დაამარცხა და მესამე ადგილი დაიკავა. „გორი“ კი უმაღლესი ლიგაში მოსახვედრად „ილიაუნთან“ ფლეი აუტს ითამაშებს.

„ჩვენთვის ფუტსალის ლიგაში გადასვლა ოცნებაც იყო და მიზანიც, რაც რეალობად ვაქციეთ. ფაქტობრივად, უბნიდან მოვედით და პირველივე სეზონი წარმატებული გამოდგა.

მადლობა ჩვენს მწვრთნელს, რომელთან ერთადაც ძალიან დიდი პროგრესი განვიცადეთ. გულშემატკივრის მხარდაჭერას ჩემპიონატის ყველა ეტაპზე ვგრძნობდით, რაც დასაფასებელია. უმაღლესი ლიგის საგზურის მოპოვება დიდი გზის დასაწყისია.

აუცილებლად მინდა SBM-ის საორგანიზაციო გუნდს გადავუხადო მადლობა, ისინი რომ არა, აქ არ ვიქნებოდით და მათთან ერთად გავიზარდეთ“, – ამბობს „წალენჯიხის“ კაპიტანი ალექსანდრე ღვინჯილია.

ფუტსალის ლიგა 2-ის საჩემპიონო სერიაში ჯერ საერთო ანგარიში 1:1-ია. „ქუთაისი 2“-მა თსუ 2-თან პირველი მატჩი წააგო 9:10, შემდეგ კი პენალტების სერიაში 4:3 (3:3 ძირითადი დრო) დაამარცხა. ლიგის გამარჯვებულის გამოსავლენად მესამე დაპირისპირება ქუთაისის სპორტის სასახლეში 20 მაისს გაიმართება.