წაგების მიუხედავად - „ჟირონა“-„ვალენსიას“ მატჩში საუკეთესოდ მამარდაშვილი აღიარეს #1TVSPORT
წაგების მიუხედავად - „ჟირონა“-„ვალენსიას“ მატჩში საუკეთესოდ მამარდაშვილი აღიარეს #1TVSPORT

ჟირონასთან“ ესპანეთის ჩემპიონატის გასვლით მატჩში „ვალენსია“ 0:1 დამარცხდა, მაგრამ ორივე გუნდში საუკეთესო შეფასება გიორგი მამარდაშვილმა დაიმსახურა.

საქართველოს ნაკრების კიპერმა მიმდინარე სეზონში ლა ლიგაში ერთ-ერთი საუკეთესო თამაში ჩაატარა და რომ არა ის, „ვალენსია“ დიდი ანგარიშით დამარცხდებოდა – ამას არაერთი გამოცემა აღნიშნავს.

მამარდაშვილი ორი ვერსიით მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს. ფეხბურთის სტატისტიკისა და ანალიტიკის საერთაშორისო გვერდმა, sofascore-მა ყველაზე მაღალი ქულები მეკარეებს დაუწერა: 7,9 ქულით ქართველი კიპერი შეაფასა, ხოლო „ჟირონას“ მეკარე პაულო გასანიგა – 7,8 ქულით.

მეკარეები გამოარჩია whoscored-მაც, რომელმაც „ჟირონასა“ და „ვალენსიას“ მეკარეების კარგი თამაში 7,9 ქულით დააფასა, მაგრამ მცირე უპირატესობა მაინც ქართველს მიანიჭა – 7,92 ქულა.