საქართველო – სომხეთი 1:2
12.11.2020. თბილისი. „დინამო-არენა“. უმაყურებლოდ.
გოლები: 0:1 კაზარიანი (33, ბარსეგიანის პასით),1:1 ყაზაიშვილი (65. პ), 1:2 ს, ადამიანი (86, ბარსეგიანის პასით)
საქართველო: მაკარიძე – ჯიღაური, ხორჭიოლავა, გრიგალავა, ნავაოლვსკი – კანკავა, აბურჯანია (79. მიქელთაძე)- ლობჟანიძე (79. პაპუნაშვილი), გვილია (79. კვეკვესკირი), დავითაშვილი (57. ყაზაიშვილი) – ლობჯანიძე (68. კაჭარავა)
მთავარი მწვრთნელი: ვლადიმირ ვაისი
სომხეთი: იურჩენკო – ამბარცუმიანი, აროიანი, ჩალიშირი, ა. ოჰანესიანი (69. ს. გრიგორიანი) – უდო (77. მურადიანი), ა. გრიგორიანი, კაზარიანი (77. ბიჩახჩიანი) – ბარსეგიანი, ადამიანი, კარაპეტიანი (77. კორიანი)
მთავარი მწვრთნელი: ხოაკინ კაპაროსი
მთავარი არბიტრი: მარკო გუიდა (იტალია)
გაფრთხილებები: აბურჯანია (76)
საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრებისთის ეს იყო შანსი, გულშემატკივრების წინაშე ნაწილობრივ მაინც მოეხდინა რეაბილიტაცია ევროპის ჩემპიონატზე გასვლის უნიკალური შანსის დაკარგვის გამო. სამწუხაროდ, გუნდს აკლდა არა მხოლო ხვიჩა კვარაცხელია და ლევან შენგელია, არამედ, გიორგი ქვილითაია და ბუბა დაუშვილიც.
დიდი დანაკლისით გვესტუმრა სომხეთის ეროვნული გუნდიც – კაპიტანი და ლიდერი, „რომას“ ნახევარმცველი ჰერნიხ მხითარიანი ვერ ეხმარებებოდა, რადგან იტალიურ კლუბში დაწესებული კარანტინის გამო გამომგზავრება ვერ მოახერხა. პლუს COVID-19-ზე ტესტირების შემდეგ დადებითი პასუხის გამო, ხოაკინ კაპაროსის გუნდს ფლანგის ორი შემტევი ნახევარმცველი დააკლდა – ედგარ ბაბაიანი (ჰობრო, დანია) და აღვან პაპიკიანი (არარატ-არმენია).
შეგახსენებთ, რომ ერთა ლიგაზე საქართველოსა და სომხეთის ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპის პირველი მატჩი ერევნის ნაცვლად პოლონეთის ქალაქ ტიხში, 11 ოქტომბერს გამართეს და 2:2 დაასრულეს. ჩრდილოეთ მაკედონიასთან ერთად, საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში 6-6 ქულით ლიდერობდა და დარჩენილი ორივე შეხვედრის (სომხეთის შემდეგ, ესტონეთთან) მოგების შემთხვევაში, პირველ ადგილზე გასვლის შანსს ინარჩუნებდა, რაც B დივიზიონში დაწინაურების საშუალებას მოგვცემდა. მაგრამ ამ შანსით ვერ ვისარგებლეთ.
სომხებმა თამაში აგრესიული, მაღალი პრესინგით დაიწყეს – მათთვის ეს მატჩი ჩვეულებრივზე მნიშვნელოვანი იყო. მაგრამ მალე საქართველომ უპირატესობა მოიპოვა, სწრაფი შეტევებით კი სტუმართა დაცვას პრობლემა შეუქმნა. მე-13 წუთზე კარის წინ ზურიუკო დავითაშვილი აღმოჩნდა, მაგრამ მცველი წინ დაუდგა და ვერ დაარტყა.
სომხები სწრაფ კონტრშეტევებს ახორციელებდნენ და ამას საიხფათოდ აკეთებდნენ. 30-ე წუთზე ჯარიმა გაითამაშეს და ვარაზდათ აროიანმა კარისკენ დაარტყა, მაგრამ ძალიან არაზუსტად. სომხეთის კონტრშეტევამ 33-ე წუთზე შედეგი გამოიღო – ტიგრან ბარსეგიანის გადაცემისას კარის წინ ზურიკო დავითაშვილი წაიქცა და ბურთის მოგერიება ვერ შეძლო, გევორგ კაზარიანმა კი ახლოდან გაიტანა 0:1.
ჩვენმა გუნდმა თამაში მოედნის ცენტრიდან განაახლა თუ არა, ბურთი ისევ დაიკარგა და სომხებმა უცებ მეორე მწვავე კონტრშეტევა წამოიწყეს. კარის წინ ისევ კაზარიანი აღმოჩნდა, მაგრამ ამჯერად გადავრჩით – ძელი!
მე-40 წუთზე ჩვენმა ნაკრებმა პირველი რეალური საგოლე შეტევა მარჯვენა ფლანგიდან წამოწყებული შეტევის შემდეგ შექმნა. ჯაბა ჯიღაურმა ბურთი სწრაფად ჩააწოდა საჯარიმოში, სადაც გუჯა ლობჯანიძემ მცველს აჯობა და კარში დაარტყა, მაგრამ მეკარე დავიდ იურჩენკომ ბურთი მოიგერია, დამატებაზე კი მცველმა ვითარება განმუხტა და სომხეთის ნაკრები გადარჩა, მალე კი ტაიმიც დასრულდა.
მეორე ტაიმი საქართელოს ნაკრებმა დაიწყო მაღალი პრესინგით და აგრესიულად, 48-ე წუთზე პირველი მომენტიც შეიქმნა, მაგრამ ჯიღაურის სუსტ დარტყმას მეკარე იურჩენკოსთვის პრობლემა არ შეუქმნია.
თამაშის 2/3 ისე მიიწურა, ჩვენმა ნაკრებმა მოედანზე ვითარება ვერ შეცვალა და ვლადიმირ ვაისმა შეცვლით სცადა ვითარების გამოსწორება – მან ზურიკო დავითაშვილი, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე აქტიური იყო, ვაკო ყაზაიშვილით შეცვალა.
63-ე წუთზე სტუმართა კარში პენალტი დაინიშნა, როდესაც საჯარიმოში შეჭრილი გუჯა ლობჯანიძე მცველმა წააქცია და არბიტრმა გადაწყვეტილება დაუხანებლად მიიღო. პენალტი ახლადშემოსულმა ყაზაიშვილმა უნაკლოდ შეასრულა და ანგარიში გათანაბრდა 1:1.
ყაზაიშვილი თამაშში აქტიურად ჩაერთო და მალე კიდევ ერთხელ შექმნა მომენტი, როდესაც სომეხთა ნახევარმცველმა საჯარიმოსთან ბურთი დაკარგა. ჩვენი შემტევის დარტყმის შემდეგ მეკარემ ბურთი კუთხურზე მოიგერია.
შანსი იყო 72-ე წუთზეც, როდესაც სწრაფი შეტევის დაგვირგვინებას კაჭარავა ცდილობდა და კარის წინ მცველი ფეხებში ჩაუხტა და სტუმრები გოლისგან გადაარჩინა.
გოლის შემდეგ ჩვენი ნაკრებს შეტევა ცოტა მოდუნდა და 79-ე წუთზე ვაისმა სამმაგი ცვლილებით თამაშის წინა ხაზის გაძლიერება სცადა. მაგრამ გოლი ჩვენს კარში მივიღეთ – 86-ე წუთზე სომხების შეტევა სწრაფად წამოიწყო ტიგრან ბარსეგიანმა და კარის წინ სარგის ადამიანი მოძებნა, რომელმაც ზუსტად დაარტყა 1:2.
საქართველოს ნაკრები ერთა ლიგის C2 ჯგუფში 6 ქულით დარჩა, სომხეთმა გადაასწრო (8 ქულა) და მაკედონიის შემდეგ მეორე პოზიციაზეა. ამ წაგებით პირველ ადგილზე გასვლის შანსიც დაიკარგა – სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებმა ნოემბერის თვე ჩააგდო.