წაგება მეორე ტურში - მინსკის ტურნირზე 17-წლამდელები მასპინძლებმა დაამარცხეს [ვიდეო] #1TVSPORT

მინსკში, „განვითარების თასზე, საქართველოს17-წლამდელთა ნაკრებმა მეორე შეხვედრა გამართა – ამჯერად ჩვენი გუნდი ბელარუს თანატოლთა ნაკრებს ეთამაშა და 0:3 დამარცხდა.

გიორგი ჩიტაურის გუნდმა პირველ ტურში ისრაელთან შეხვედრაც ანალოგიური ანგარიშით წააგო. ბელარუსებმა საწყის წუთებში გახსნეს ანგარიში და უპირატესობა ხელიდან აღარ გაუშვიათ.

ბელარუსია (U-17) – საქართველო (U-17) 3:0 (2:0)

გოლები: 1:0 კოჟანოვსკი (4); 2:0 აგეევი (35), 3:0 აგეევი (45).

საქართველო U17: კოპალიანი, გოგიჩაშვილი (41. ცეცხლაძე), ხარჩილავა, ნარიმანიძე, რობაქიძე, ბასილაძე (59. ხაჩიძე), პარკინაშვილი (50. ალიბეგაშვილი), პარკაძე (71. გადილია), მაღრაძე, ლორთქიფანიძე, ციკოლია (50. კარაევი)

სათადარიგოები: კურტანიძე, ჩიხაძე, გიუნაშვილი, ტაბატაძე.

ჯგუფი ბ

1. ბელარუსია 3 9

2. ისრაელი 2 6

3. უზბეკეთი 2 3

4. საქართველო 2 0

„განვითარების თასზე“ ჩვენი ნაკრები შემდეგ შეხვედრას 10 თებერვალს მინსკის 17-წლამდელთა ნაკრებთან გამართავს, რომელიც უკონკურსოდ თამაშობს, ხოლო ბოლო მატჩში 12 თებერვალს უზბეკეთის თანატოლებს დაუპირისპირდება.