წაგება კონკურენტთან - ქეცბაიას „ანორთოსისი“ აეკ-თან დამარცხდა [ვიდეო] #1TVSPORT
11:02, 19.04.2022
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისმა“ კვიპროსის ჩემპიონატში მორიგი შეხვედრა უშუალო კონკურენტთან, ლარნაკასაეკ-თან წააგო და ევროთასების მოხვედრის შანსები მინიმუმამდე დაიყვანა.
28-ე ტურში გიორგი ლორია „ანორთოსისის“ ძირითად შემადგენლობაში იყო და გუნდი რამდენჯერმე გადაარჩინა – უკვე მესამე წუთზე გუნდი ახლოდან დარტყმის შემდეგ აშკარა გოლისგან იხსნა. საქმე მთელი შეხვედრის განმავლობაში არ აკლდა და ბურთი კიდევ რამდენჯერმე მოიგერია. 63-ე წუთზე პირისპირ გასულ მეტოქეს არ გაატანინა.
ფამაგუსტას გუნდს ივან ტრიჩკოვსკიმ გაუტანა – ჩრდილოეთმაკედონიელმა თავდამსხმელმა „ანორთოსისის“ კარი 84-ე წუთზე პენალტით აიღო. ლორიამ დარტყმის მიმართულება გამოიცნო, მაგრამ ბურთის მოგერიება ვეღარ შეძლო.
მატჩი ჩაატარა ლიდერმა „აპოლონმა“, რომელიც მოულოდნელად მეექვსეადგილოსან „აპოფოსთან“ სახლში 0:2 დამარცხდა – რეზი ინჯგია მასპინძელთა ძირითად შემადგენლობაში იყო . ამით „აპოელმა“ ისარგებლა, 28 ტურის შემდეგ 50 ქულა დააგროვა და „აპოლონთან“ ჩამორჩენა ქულამდე შეამცირა.
თემურ ქეცბაიას „ანორთოსისი“ 28 ტურის შემდეგ 44 ქულით მე-5 ადგილზეა და ჩემპიონატის დასრულებამდე ორი ტურით ადრე ლიდერს, რეზი ინჯგიას „აპოლონს“ ვეღარ დაეწევა, ოქრიაშვილი-ქვილითაია-დაუშვილის „აპოელს“ (50 ქულა) შესაძლოა, ქულებით გაუთანაბრდეს, ხოლო მესამეადგილოსანლარნაკასაეკ-ს (46) ჯერ კიდევ შეიძლება გადაასწროს. მეორე ადგილზე გასვლა მნიშვნელოვანი იმითაა, რომ ჩემპიონთა ლიგაზე თამაშის უფლებას პირველ ორ ადგილზე გასული კვიპროსული გუნდები მოიპოვებენ.