წაგება „ფენერბაჰჩესთან“ - საბა ლობჟანიძემ „კარაგუმრუქში“ შეცვლაზე ითამაშა #1TVSPORT
საბა ლობჟანიძის „კარაგუმრუქი“ სუპერლიგაში თურქული ფეხბურთის ერთ-ერთ გრანდს, „ფენერბაჰჩეს“ დაუპირისპირდა და 1:2 დამარცხდა.
სუპერლიგის მეოერადგილოსანთან შეხვედრას ქართველის გუნდმა უმასპინძლა და 24-ე წუთზე ანგარიშის გახსნაც მოახერხა – სტუმართა კარი „კარაგუმრუქის“ ნახევარმცველმა, მაგომედ ოზდოევმა აიღო.
წონასწორობა 51-ე წუთზე „ფენერბაჰჩეს“ სლოვენიელმა ნახევარმცველმა მიჰა ზაიჩმა აღადგინა, 78-ე წუთზე კი სტუმრები დაწინაურდნენ – მეორე გოლის გატანა უნგრელმა შემტევმა ატილა სალაიმ მოახერხა და გუნდს სამი ქულა მოუტანა.
საბა ლობჟანიძეს, რომელიც თურქეთში მომხდარი დამანგრეველი მიწისძვრის შემდეგ „ჰატაისფორიდან“ „კარაგუმრუქში“ გადავიდა, ახალ გუნდში ჯერჯერობით სასურველი სათამაშო დრო არ ეძლევა. ქართველი შემტევი ამჯერადაც სათადარიგო იყო და მოედანზე 72-ე წუთზე გამოჩნდა.
28 ტურის შემდეგ „კარაგუმრუქი“ 34 ქულით მე-9 ადგილზეა და, დიდი ალბათობით, სუპერლიგიდან არ გავარდება, თუმცა ევროტურნირების ზონაში მოხვედრაც გაუჭირდება.