„ვულვერჰემპტონში“ მთავარ მწვრთნელს სეზონის დასრულებისთანავე დაითხოვენ #1TVSPORT
„ვულვერჰემპტონის“ მთავარი მწვრთნელი ნუნუ ეშპირიტუ სანტუ კლუბს სეზონის დასრულებისთანავე დატოვებს, – იუწყება ინგლისური კლუბის ოფიციალური ვებგგვერდი.
აღნიშნულია, რომ მხარეებმა გადაწყვეტილება ურთიერთშეთანხმების საფუძველზე მიიღეს.
47 წლის პორტუგალიელმა სპეციალისტმა „ვულვერჰემპტონი“ 2017 წელს ჩაიბარა.
ინგლისის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონში პორტუგალიელი მწვრთნელის შეგირდებმა 37 მატჩი ჩაატარეს, 45 ქულა დააგროვეს და სატურნირო ცხრილში მე-12 პოზიციაზე იმყოფებიან.
პრემიერლიგას კი „სიტი“ ერთპიროვნულად ლიდერობს და უახლოეს მდევარს, თანაქალაქელ „იუნაიტედს“ 12 ქულით უსწრებს.